понедельник, 4 июля 2016 г.

განვიხილეთ საშინაო დავალებები.
აქტივობები მივუსადაგეთ 21 საუკუნის უნარებს.ჩავდექით მოსწავლის როლში,
 შევქმენით პრეზენტაცია არსებული პროექტის შესაბამისად. დავურთეთ ილუსტრაციები. მივიღეთ საშინაო დავალება,დავწეროთ დასკვნები და რეკომენდაციები.ავტვირთეთ მოსწავლის საქაღალდეში.გადავიტანეთ დრაივზე არჩეული ფოტოსურათები და მათი მისამართები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ.მივიღეთ მითითებები ლეგიტიმური გამოყენების უფლებისათვის.

3 комментария:

  1. მომწონს თქვენი რეფლექსია.

    ОтветитьУдалить
  2. მომეწონა თქვენი თემა,მაგრამ მაინტერესებს შუშის ხიდი რატომ ცვლის არქიტექტურის იერსახეს?გთხოვთ დამაკვალიანოთ,ამ საკითხზე მოსწავლეებსაც აქვთ განსხვავებული აზრი

    ОтветитьУдалить
  3. მოგესალმებით ქალბატონო ლალი!
    შუშის ხიდი მდებარეობს იმ ისტორიულ ადგილას რომელიც იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ იყო,იმ მიზეზით,რომ ეს არის ძველი,ისტორიული ქალაქის მონაკვეთი.გავიხსენოთ გორგასალი და ხოხობი,ან ასიათასი მოწამე რომელიც ერთ დღეს შეეწირა სარწმუნოებას.ეს რომ ევროპის რომელიმე ქალაქის ისტორია იყოს, დიდი ხანია გახდებოდა პილიგრიმების მოსალოცი წმინდა ადგილი.ამ ადგილს მეტი მოწიწება სჭირდებოდა თანამედროვეთა მხრიდან,რადგან შუშის ხიდი,(რომელიც სხვა ლანდშაფტში არ იქნებოდა ცუდი) ამ ადგილზე ეფარება ერთი რაკურსით სიონს, მეორე რაკურსით ანჩისხატს. ვერ თანაარსებობს ვერც საპატრიარქოსთან და ვერც მეტეხს ეხამება მასშტაბით.ჩემთვის შუშის ხიდი იგივეა რაც ჩუმი საგალობლების ფონზე ხმამაღლა ჩართული როკმუსიკა,რომელიც ლოცვაში უშლის ხელს მგალობლებს.
    დიდი სიყვარულით და პატივისცემით დიანა.

    ОтветитьУдалить