среда, 13 июля 2016 г.

განვიხილეთ 7 მოდული ფასილიტაციის შესახებ.
კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენი პროექტი,შევიტანეთ საბოლოო ცვლილებები.
ვისწავლეთ  ონლაინ კითხვარის გაკეთება და მონაცემების დამუშავება. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები საკუთარი პროექტებზე.
დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ მანანას რომელიც მუდამ მზად იყო დახმარებისათვის და მუდამ ამომწურავ პასუხს გვაძლევდა ყველა დასმულ კითხვაზე და თანაც დიდი მოთმინებით და სიმშვიდით.
 მადლობა ჯგუფის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისათვის. 

вторник, 12 июля 2016 г.



ვიმსჯელეთ პროცედურებზე.
გავწერეთ პროცედურები მიზნებისა და აქტივობების მიხედვით.
გავითვალისწინეთ დიფერენცირებულ სწავლების თავისებურებები,ნიჭიერ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის.
აღვნიშნეთ რესურსები რომლებიც დაგვჭირდება პროექტისათვის.
პორთფოლიოს რუბრიკის მიხედვით შევამოწმეთ ჩვენი  პროცედურები.
გავეცანით ფასილიტაციის შესახებ დოკუმენტებს. გავეცანით მე-7 მოდულს.


понедельник, 11 июля 2016 г.

განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
 შევქმენით აქტივობები მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის ამ ინტელექტის ტიპების მიხედვით.
https://drive.google.com/folderview?id=0B3vfK_UYuV1gTkFTc09fcF9xQUE&usp=sharing

viever ის რესურსებიდან შევარჩიეთ მხარდაჭერის დოკუმენტები.
ვქმნით ხარაჩოს მოსწავლეთათვის.მივიღეთ საშინაო დავალება  პროექტის ,,პროცედურების"განხორციელებისათვის.


пятница, 8 июля 2016 г.

საგნობრივი გამოცდიდან დაბრუნებულმა .ფიზიკურად, სულიერად, ემოციურად გამოწურულმა 11 სთ ზე მივაშურე ჩვენს ტრენინგს, რომლის გაცდენაც ვერ გავბედე ქალბატონი მანანას პირადი პატივისცემისდამორიდების გამო.
მოსწავლის ნამუშევრისთვის შევქმენით რუბრიკა.
შეფასების რუბრიკისათვის ვიხელმძღანელებთ იმ მიზნებით, რომელიც განსაზღვრული გვქონდა პროექტით.გავანაწილეთ ქულები შეფასებისთვის.

понедельник, 4 июля 2016 г.

განვიხილეთ საშინაო დავალებები.
აქტივობები მივუსადაგეთ 21 საუკუნის უნარებს.ჩავდექით მოსწავლის როლში,
 შევქმენით პრეზენტაცია არსებული პროექტის შესაბამისად. დავურთეთ ილუსტრაციები. მივიღეთ საშინაო დავალება,დავწეროთ დასკვნები და რეკომენდაციები.ავტვირთეთ მოსწავლის საქაღალდეში.გადავიტანეთ დრაივზე არჩეული ფოტოსურათები და მათი მისამართები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ.მივიღეთ მითითებები ლეგიტიმური გამოყენების უფლებისათვის.

пятница, 1 июля 2016 г.

         დღე მეოთხე
21 საუკუნის უნარები მოვარგეთ ჩვენს სტანდარტებს. ავირჩიეთ ამ  უნარებიდან ჩვენი პროექტისთვის აქტუალური.
         განვიხილეთ გზმკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის.

         შეფასების გეგმისათვის პროგრესის მონიტორინგის საწარმოებლად შევადგინეთ შეფასების საშუალებები პროექტის მიმდინარეობის ყოველი ეტაპისათვის.როგორც დასაწყისისათვის ასევე მიმდინარეობისა და პროექტის დასრულებისათვის.

        პროექტის დასასრულისათვის შეფასებისას გაგებისა და უნარების დემონსტრირებისათვის შევქმენით რუბრიკები.
შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
       შევქმენით კითხვარი პასუხებით წინარე ცოდნის შესამოწმებლად. ვეწვიეთ მეგობრების ბლოგებს.
        გავუკეთეთ კომენტარი ჩვენი კოლეგის  ბლოგს და გამოვაქვეყნეთ.
        მივიღეთ დავალება: