четверг, 16 ноября 2017 г.
пятница, 7 июля 2017 г.
вторник, 4 июля 2017 г.
понедельник, 26 июня 2017 г.
суббота, 18 марта 2017 г.
пятница, 17 марта 2017 г.
вторник, 14 марта 2017 г.
*ალფონს ალლე - მალევიჩამდელი სუპრემატისტი?!
ალფონს ალლე - მალევიჩამდელი სუპრემატისტი?!
შავი კვადრატი------- ამ სახელწოდების
მიღმა ყოველი ჩვენთაგანი გულისხმობს კაზიმირ მალევიჩის ცნობილ ნამუშევარს ,რომელიც
ზოგი ვერსიით არის სულ სამიოდე, ზოგი ვერსიით 7 ან 8. განსხვავება ამ ნამუშევრებს შორის
არის სხვადასხვა ზომაში და ზედაპირის ფაქტურაში.ყოველი მათგანი საკმაოდ მაღალღირებულ(ძვირადღირებულ)
ტილოს წარმოადგენს თუმცა კამათი არ წყდება ამ ნამუშევრების ირგვლივ:არის თუ არა ეს
ნამუშევრები მაღალღირებული ხელოვნების ან ესთეტიკის თვალსაზრისით?
როგორც გაირკვა მალევიჩი არ ყოფილა ნოვატორი შავი კვადრატის შექმნაში.მართალია
მისი ეს ნამუშევარი უნდა განვიხილოთ ერთობლიობაში ,,შავ ჯვართან“ ,,შავ წრესთან“ ,,წითელ
კვადრატთან“,, წითელ ჯვართან“ და სხვ.მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა და კონცეპტუალური
ხელოვნების გადასახედიდან ღირებული. ცალკე კამათის საგანია ესთეტიური ღირებულება ამ
ნამუშევრებისა,მაგრამ არავინ კამათობს მათ პოპულარობაზე და სკანდალურ ხასიათზე.
საქმე იმაშია ,რომ მალევიჩი იყო ადამიანი ვინც შექმნა ახალი მიმდინარეობა
სუპრემატიზმი მაგრამ, არ იყო პირველი ვისაც აზრად მოუვიდა შავი კვადრატის შექმნა.
რობერტ ფლადი-,,დიადი სიბნელე“1617წ
გუსტავ დორე- ,,წმინდა რუსეთის ფერწერული დრამატული და კარიკატურული ისტორია“1854
წ
პოლ ბილჰოლდი-,,ზანგების ბრძოლა ღამით ბნელ სარდაფში“1882 წ
ამათ გარდა, ფრანგი ჟურნალისტი,მწერალი ექსცენტრიული
იუმორისტი ალფონს ალლე გალერეა ,,ვივიენში “1882 წ -ს გამოფენს თავის შავ მართკუთხედს სათაურით:
,,ზანგების ბრძოლა ბნელ გამოქვაბულში შუაღამისას“.1882
წ
1894 წ აქვეყნებს წითელ კვადრატს სახელწოდებით ,,პომიდვრის მოსავლის აღება
წითელი ზღვის სანაპიროზე წითელი კარდინალების მიერ“
ალფონს ალეს ნამუშევრები მიღებულ იქნა როგორც ირონია,სარკაზმი და ეპოტაჟურობა.
1897 აქვეყნებს წიგნს სადაც შედის მისი 7 ნამუშევარი ჩვენთვის უკვე ცნობილი
სამი და ასევე სხვა ოთხი მონოქრომული ნამუშევარი.
Оцепение молодых новобранцев, первый раз
увидевших лазурь Средиземного моря, 1887г.
,,ახალგაზრდა ახალწვეულების გაოგნება ხმელთაშუაზღვისპირეთის
ცის ლაჟვარდის დანახვისას“
,,ლოთების ჯგუფი ნისლში“ Группа пьяниц
в тумане.
Желтушные азиаты, пьющие анисовый аперитив на
пшеничном поле
ყვითელი აზიატები სვამენ ანისის აპერიტივს ხორბლის ყანაში
Сутенеры, пьющие абсент лежа на траве.
ბალახზე მწოლიარე სუტინიორები სვამენ აბსენტს“
ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც მალევიჩამდე ბევრად ადრე, (20 25 წლით)
წინ გაუსწრო სუპრემატიზმს,მინიმალიზმს, თუმცა მის
ნამუშევრებს ასეთი რეზონანსი არ მოჰყოლია.
ვინ იყო ალფონს ალლე?
შავი იუმორის დიდოსტატი.
იგი იყო არამხოლოდ ექსცენტრიული მწერალი,მხატვარი,მუსიკოსი,არამედ
ექსცენტრიული ადამიანი თავისი მოთხრობებით, ზღაპრებით, ლექსებით ნახატებით.
,,მისთვის საერთოდ არ არსებობდა ცენტრი“
დაიბადა ონფლიორში-საფრანგეთში,ნორმანდიის რეგიონში.1854წ.დაეუფლა
ფარმაცევტის პროფესიას.მუშაობდა მამამისის აფთიაქში ფარმაცევტად.
იყო შემთხვევები როცა პაციენტებს ,,თავის მიერ გამოგონილი რეცეპტით“,რეალურად კი
პლაცებოს ეფექტით კურნავდა.
.6 სხვადასხვა
გაზეთშიპერიოდულად წერდა თავის იუმორისტულ
ნაწარმოებებს.ესსეებს კალამბურებს ზღაპრებს.
აი რამოდენიმე
მისი ხუმრობებიდან:
,,არასდროს გადადო ხვალისათვის ის,როსი გაკეთებაც შეიძლება
ზეგ“
,,სადაც ფულია,იქ სიღარიბესაც ადვილად გადაიტან“
,,ყველაზე ძნელი გადასატანია თვის ბოლო, განსაკუთრებით
მისი 30 დღე“
,,სანამ ჩვენ ვფიქრობთროგორ მოვიკლათ დრო სასიამოვნოდ,
მანამდე დრო მეთოდურად გვკლავს ჩვენ“
,,სამი ცნობილი ექიმის კონსილიუმის შეემდეგ გარდაცვლილი
ადამიანის ქვრივმა განაცხადა: ,,რა შეეძლო გაეკეთებინა ერთ საბრალო ავადმყოფს,სამი
ჯანმრთელი ექიმის წინააღმდეგ“
ალფონს ალლე არასდროს ჩერდებოდა რაიმე ერთზე.მას სურდა
დაეწერა ერთდროულად ყველაფერი,მოეცვა ყოველი, მაგრამ კონკრეტულად არაფერი.ასემაგალითად,წერდა
ის სტატიას და რეალურად ეს იყო მოთხრობა.წერდა ზღაპრებს და ეს მისი ნაცნობებისისტორია
იყო,წერდა ლექსებს და ეს კალამბურები იყო.
წერდა იგავებს და ეს შავი იუმორის ნაზავი იყო.
მისსი პოეზია პანტორითმებია:ჰომოფონები,ანუ ერთნაირად
მჟღერი სიტყვები,სხვადასხვა მნიშვნელობით ერითმებიან ერთმანეთს.( რეპი?!) ამით გაუსწრო დადაისტების პოეზიას და სურრეალისტებს.
1897 მან შექმნა მუსიკალური ნაწარმოები ,,სამგლოვიარო
მარში დიდებული ყრუს დასაფლავებისათვის“--რომელიც არცერთ ნოტს არ შეიცავდა,იყო მხოლოდ
სამარისებური სიჩუმე,როგორც გარდაცვლილისადმი პატივი.
ამ მუსიკალურმა მინიმალიზმმა ბავრად, 55 წლით გაუსწრო
ჯონ კეიჯის ცნობილ ნაწარმოებს ,,4,33“კეიჯის ეს ნაწარმოები შეგიძლიათ იხილოთ ლინკებზე:
როდესაც ექიმმა მას 6 თე წოლითი რეჟიმი გამოუწერა და
გააფრთხილა,რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილი ელოდა, მან მეგობარს ხელკავი გაუყარა,რესტორნისკენ
გაემართა და გზად ხუმრობდა,,უცნაური ხალხია ეს ექიმები,ისინი სერიოზულად ფიქრობენ,რომ
სიკვდილი უფრო საშიშია ვიდრე 6 თვე ლოგინად წოლა“.
მეორე დღეს ალფონს ალლე გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა საზოგადოება ,,ააააა“ ანუ ალფონს ალლეს აბსოლუტური აპოლოგეტების ასოციაცია“სადაც
ასევე მიღებულია შავი იუმორი,მაგრამ უკვე ალლეს გარეშე.
სტატიის ავტორი დიანა გრატიაშვილი
среда, 8 марта 2017 г.
вторник, 7 марта 2017 г.
четверг, 2 марта 2017 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)